“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი იზრდება

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ყოფილ თანამოაზრეებთან კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალება, მანიფესტზე ხელის მოწერა და იმ იდეების გაზიარებაა, რასაც თავად აჟღერებენ.
“ყველა ის ადამიანი, ძველი პოლიტსაბჭოს წევრი, ვინც აღიარებს ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთებას და მზად არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით პარტიასთან ერთად ჩაებან “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მათთვის კარი ღია იქნება. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ერთიანობისკენ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ნიკა მელიას მხარდამჭერები კი ლევან ხაბეიშვილს კვლავ მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პარტიაში განვითარებულ მოვლენებზე. ამბობენ, რომ პარტია დამოუკიდებელმა პირმა უნდა მართოს.
“მოვუწოდებთ ლევან ხაბეიშვილს, გაანალიზოს მისი როლი ამ პროცესში და შეძლოს საკუთარი ინტერესების უკალა პლანზე გადაწევა. არც ლევან ხაბეიშვილი და არც ნიკა მელია არ მესახება იმ ადამიანად, რომლებიც შეძლებენ დაპირისპირებული მხარეების გაერთიანებას. ან ეს პოზიცია არჩევნებამდე უნდა იყოს ვაკანტური და მაგალითად, პოლიტსაბჭომ ან ასეთმა კოლეგიალურმა საბჭომ უნდა მართოს “ნაციონალური მოძრაობა” ან ამ პოზიციაზე უნდა იყოს ადამიანი, რომლის მიმართაც არ იქნება კითხვის ნიშნები, რომ ეს ადამიანი არის მხარე”, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია