“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ტოვებენ – სააკაშვილის პარტია თვითმმართველობებს კარგავს

10-თვიანი დაპირისპირება ბაჩო დოლიძემ დღეს პარტიასთან პოლიტიკური გაყრით დაასრულა. “ნაციონალური მოძრაობის” ძველი წევრისა და ყოფილი საორგანიზაციო მდივნისთვის, მიუღებელი არაფორმალური მმართველობა და ს გადაწყვეტილებები აღმოჩნდა. ამბობს, რომ ბრძოლას ახალი პლატფორმიდან განაგრძობს.
ხაბეიშვილთან თანამშრომლობაზე უარი დღეს ქუთაისშიც თქვეს, სადაც მოქმედი თავმჯდომარის მიმართ პროტესტი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. რაიონული ორგანიზაციის 800-მდე წევრისა და მათ შორის საკრებულოს 7 დეპუტატისთვის, წყალგამყოფი განსხვავებული აზრის დევნა და არაფორმალური მმართველობა გახდა. “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულები საკრებულოს მანდატებს არ ტოვებენ, ს უერთდებიან და შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ლევან ხაბეიშვილს აკისრებენ.
პარტიის რიგები დატოვეს დედაქალაქშიც. თბილისის ორგანიზაციიდან წასვლის გადაწყვეტილება 300-მდე წევრმა მიიღო, მათ შორის არიან საკრებულოს დეპუტატებიც. ამბობენ, რომ კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ პარტია დააზიანა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობამ კი გუნდი, გაერთიანების ნაცვლად, დაშალა.
პარტიაში არაფორმალურ მმართველობას უარყოფს მოქმედი მენეჯმენტი, წევრების მასობრივი წასვლა მათთვის მოულოდნელი არც დღეს ყოფილა. ს ფლანგი დარწმუნებულია, რომ მელია ამომრჩევლის გადაბირებას ვერ შეძლებს.
ს ახალი პლატფორმის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ხედავს სახელისუფლებო გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გავლენებისთვის ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური მარცხით დასრულდება, რომელიც, ოფიციალურად, 2024 წლის არჩევნებზე გაფორმდება.
10-თვიანი უთანხმოების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” უკვე 1000-ზე მეტმა წევრმა დატოვა, მათ შორის არიან საკრებულოს დეპუტატებიც. პროცესი რეგიონებში დაიწყო, დედაქალაქში გადმოინაცვლა და დღემდე გრძელდება. ისევ უცვლელია ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ, როგორ ვიცხოვროთ