„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია

„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის ბუტა რობაქიძის მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა. ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო ზოგადად ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.
მისი თქმით, სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის (ბუტა რობაქიძის) მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა, ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო ზოგადად ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა.
სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხდა საქმის გაყალბება და უდანაშაულო ადამიანების დამნაშავეებად გამოცხადება. თუმცა ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა. ბაშალეიშვილი მხოლოდ პაიკი იყო, დამკვეთები და საქმის მასალის გამყალბებლები კი სასჯელის გარეშე დარჩნენ, ასევე საგულისხმოა, რომ ბაშალეიშვილის დაკავება მოჩვენებითი იყო, რადგან მას ფაქტობრივად სიმბოლური სასჯელი მიუსაჯეს (4 წელი) და არა ის სასჯელი რომელიც რეალურად ეკუთვნოდა (15 წელი).
სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო, დანაშაულის, რომელიც რიგ შემთხვევაში არაადამიანურ მოპყრობას, ადამიანის ქუჩაში დახვრეტას, ქონების ჩამორთმევას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთს და ა.შ. მოიცავდა.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს