“ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო

“ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო
აქტივისტი ნატა ფერაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, ათობით მილიონი ლარი ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე დაიხარჯა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კონკორდატს ვერ პატიობს.
“ნაციონალურ მოძრაობას ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო.
ნახევარუჯრედიანი ხაბეიშვილი და მისი მართული პარტია ამას არ აღიარებს.
იქნებ ამ საკითხზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღიად და დაუფარავად გაგვაცნოს პოზიცია?”– წერს ნატა ფერაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას