ნაციონალურ მოძრაობას ერთადერთი ჩანაფიქრი აქვს – ჰქონდეს პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე – ანრი ოხანაშვილი

ვენეციის კომისიას, ანუ ჩვენს პარტნიორებს ჩვენგან არ მოუთხოვიათ „ვეტინგი“. ამის არასწორი წარმოჩენა ხდება, რომ თითქოს ვენეციის კომისია დაჟინებით მოგვიწოდებს „ვეტინგის“ ჩატარებისკენ – ეს ტყუილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დასკვნაში აღნიშნა, რომ „ვეტინგის“ სისტემა სხვა ქვეყანაში ჩატარებულა და ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარი.
„ვეტინგის“ სისტემა რეკომენდაცია ვერ იქნება, ვინაიდან „ვეტინგი“ გულისხმობს არა ქვეყანაში მოქმედი მოსამართლეების, ქვეყანაში მყოფი ექსპერტების მხრიდან შეფასებების გაკეთებას, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმას, იმის აღიარებას, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პირი, ვინც შეიძლება ამ საკითხით დაკავდეს და უცხოელი ექსპერტების მოწვევას გულისხმობს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც 2004 წელს განახორციელა სასამართლო სისტემაში, ახლა იმავეს სთავაზობს საზოგადოებას, უბრალოდ ამას ფუთავს ისე, რომ თითქოს ეს არის საერთაშორისო მოდელი და თითქოს ეს არის „ვეტინგი“, რომელიც არის აპრობირებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები მოქმედებენ შურისძიებისა და პოლიტიკური ზეგავლენის მოდელით. მათ ერთადერთი ჩანაფიქრი აქვთ – ჰქონდეთ პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას