“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – ყველა, ვინც იყო საბჭოში და გაიზიარებს ერთობის მანიფესტს, პოლიტიკური საბჭოს წევრი იქნება – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და პარტიაში მწვავე დაპირისპირების ფონზე, “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს აფართოებს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 4 საათის შემდეგ, ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც მანიფესტს უერთდება და ვინც შესაბამისად იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ლევან ხაბეიშვილმა მოკლე ბრიფინგზე მხოლოდ შეთავაზება გააჟღერა და თქვა, რომ ის, ვინც მანიფესტს ხელს მოაწერს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრად დარჩება.
როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს, იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს ადამიანები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე კონკრეტული ინიციატივით დღეს, 16:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, “გამარჯვების კოალიციის” ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებს, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ “ნაციონალური მოძრაობა”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე მედიის წინაშე გამოჩნდა, თუმცა მთავარი კითხვები ისევ უპასუხოდ დატოვა. ლევან ხაბეიშვილი არ პასუხობს, მისი გადადგომის მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში დაწყებულ გამოსვლებს და არის თუ არა ნიკა მელია ოფიციალურად გარიცხული პარტიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს