,,ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

,,ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს,- ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.
,,ვასაჩივრებთ, იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებს, და რომელიც “ოცნების” პარლამენტმა პროევროპული პარტიების და ზოგადად დემოკრატიის გასაუქმებლად საგანგებოდ მიიღო”,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ