ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ წარადგინეს

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ 8 ივლისს ყრილობაზე საარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ წარადგინეს.
ახალი პლატფორმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5 ნომრად წარდგება.
ყრილობა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გახსნა.
„26 ოქტომბრის ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია. რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს. ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა.
თუ სხვა პარტიებმა ამ ეტაპისთვის ვერ შეძლეს გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან, რომელთაც ყველაზე უკეთ დაგვანახეს ერთიანობის ძალა. ახალგაზრდებმა დაგვიბრუნეს გამარჯვების რწმენა“, — თქვა თინა ბოკუჩავამ.
პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდნენ ისეთი სახეები, რომელნიც მანამდე პოლიტიკურ პარტიებში არ ყოფილან. მათ შორის, გია ჯაფარიძე და .
„გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი, რადგან ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას. ამ გზაგასაყარზე გადაგვარჩენს ერთიანობა. ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები წყვეტს საქართველო საერთოდ დარჩება როგორც თავისუფალი ქვეყანა თუ არ დარჩება. ჩვენ ვერთიანდებით იმიტომ, რომ გაიმარჯვოს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ჩვენი გამარჯვება არ იქნება არავის დამარცხება, ეს იქნება მთლიანად საქართველოს გამარჯვება“ – განაცხადა გია ჯაფარიძემ პლატფორმის პრეზენტაციაზე.
„ერთიანობის“ პრეზენტაციაზე მონაწილეობა გია ჯაფარიძის გარდა მიიღეს ლაშა ბაქრაძემ, მ, ანა მოსეშვილმა, თამარ კორძაიამ, არმაზ ახვლედიანმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, ლაშა დიაროვმა და მ.
„მხოლოდ ერთობით დავძლევთ ამ დიდ ამოცანას, რაც ჩვენ წინ დგას. სწორედ ამიტომ შევუერთდი ამ ჯგუფს ადამიანებისა, რომელსაც, მჯერა, რომ უნდა არა ერთი კოალიციის დამარცხება, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება ამ დიდ ბრძოლაში.
ჩვენ გვაქვს ერთი დიდი მიზანი, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო ურჩხულისგან, რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას. ამისთვის არსებობს ერთი გზა, დიდი ეროვნული, ერთიანი ძალისხმევა, რომ საქართველო იყოს ნაწილი მრავალფეროვანი, თავისუფალი ერების ერთობისა. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ყველა ადამიანი, ისინიც, რომლებიც დღეს მტრებად აღგვიქვამენ, ბედნიერად იცხოვრებენ, სადაც ადამიანები იპოვიან სამართალს, სადაც იქნება სოციალური სამართლიანობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, თანასწორობა, სადაც განსხვავებული აზრისთვის არავინ იდევნება“, — თქვა პლატფორმის პრეზენტაციაზე ლაშა ბაქრაძემ.