„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ზურაბიშვილი იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, მან შეწყალების აქტი გამოსცეს – სადაც გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? – პაპუაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ზურაბიშვილი იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, მან შეწყალების აქტი გამოსცეს – სადაც გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, აცხადებს:
ს წყალობით დარჩა თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს. ამაში რა არის გასაკვირი? სადაც შეიწყალა, ს შეწყალება რატომ გაუჭირდება? აქაც შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მათ შორის ევროპელი ლიდერებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატისა თუ დიპლომატისა, რომელიც უხეშად, პირდაპირ ერეოდა ქართულ მართლმსაჯულებაში იმით, რომ ქალბატონ სალომეს უბიძგებდნენ, შეეწყალებინა . გვახსოვს, შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული „ტვიტები“ და განცხადებები, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა თანამდებობის პირისგან და ევროკავშირისგან, რომ ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა ვიცი, ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა ამით? პირიქით, ვხედავთ აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ გადასულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ტერორზე. შესაბამისად, აქაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა: როგორც კი ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში და პოლიტიკაში ჩარევა, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიასა და ქართველ ხალხს. ძალიან ვწუხვარ, რომ ზუსტად ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩართული. გახსოვთ, ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მათ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას იწყალებდა . სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა საერთოდ არაფერი არ იცის და შემდეგ, პოსტფაქტუმ იღებს გადაწყვეტილებებს“

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ