“ნაციონალურმა მოძრაობამ” და პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს – პარტიის ნაწილის შეფასებით, ამ განცხადებით ენმ-ს ხელმძღვანელობა რეალურ პრობლემებს გაექცა

სიმბოლურად, “ვარდების რევოლუციიდან” 20 წლის თავზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს.
11 პუნქტიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მასში ძირითადად ზოგადი ფრაზებია გამოყენებული, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული ენმ-ის ამჟამინდელი თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირთა როლი. პარტიის ნაწილი აცხადებს, რომ ამ განცხადებით ენმ-ს ხელმძღვანელობა რეალურ პრობლემებს გაექცა.
პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს მანიფესტთან დაკაშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. იმ შემთხვევაში თუ და მისი მომხრეები დოკუმეტს ხელს არ მოაწერენ, “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობა მათი პარტიიდან გარიცხვით იმუქრება.
“ვწუხვარ თუ აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მანიფესტში უნდა იყოს ასახული რაღაც ამბები, რომელიც ხდებოდა განვლილ პერიოდში. ერთობით და იმ სულის კვეთებით, რომელიც არის მანიფესტში მოცემული, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, რომელსაც ობიექტურად სურს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, იპოვის ადგილს და საკუთარ როლს,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე.
ავორი: მაია გრიგოლია

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს