„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 20 წევრი დაემატა

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთით შეწყვიტა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მან მედიის წინაშე წარადგინა პოლიტიკური საბჭოს 20 ახალი წევრი. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, მათი ნაწილი ადრეც იყო პარტიის ამ ორგანოს წევრი.
ხაბეიშვილის თანახმად, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი წევრები ისარგებლებენ იგივე უფლებებით, როგორც პოლიტსაბჭოს სხვა წევრები, ყრილობაზე კი ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 87-წევრიან პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდნენ:
· ეკა წამალაშვილი;
· გია ჭანტურია;
· ნიკოლოზ ვაჩეიშვილი;
· სევდია უგრეხელიძე;
· ნიკა ჭურაძე;
· მაია ჯავახიშვილი;
· მერაბ ჯანელიძე;
· ალექსანდრე კრევო-ასათიანი;
· ნატალია მჭედლიშვილი;
· ბესო ქათამაძე;
· მამუკა ყურაშვილი;
· იგორ ნარმანია;
· ალიკა კუპრავა;
· ლევან ფერაძე;
· ბაკურ მგელაძე;
· თემურ ცამციშვილი;
· ნიკა ობოლაძე;
· ირაკლი გიორგობიანი.
ს განცხადებით, კარი ღია რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს ყველა წევრისთვის. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, ისინი შეუერთდნენ „ერთობის მანიფესტს“. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ მომავალ ყრილობამდე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდება.
ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება დაუკავშირა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის, ს ინიციატივას.
„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერის, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად (იგულისხმება „ერთობის მანიფესტი“), რომელმაც თქვა, რომ ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა ამ ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას. ცხადია, მანიფესტის შესაბამისად, ვგულისხმობ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის, ს წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ის, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და საბოლოოდ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი და არა მხოლოდ კანდიდატის. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ იდეალებს ვინც იზიარებს, იმ ადამიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს კარი არის ღია”, – თქვა ხაბეიშვილმა.
27 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი აღარ არის პარტიის წევრი.
ნიკა მელიას თანაგუნდელებმა “სამარცხვინო” საქციელი და “არაკაცობა” უწოდეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მან „ფორმულის“ ღამის ეთერში გააკეთა. კერძოდ, ხაბეიშვილმა “ფორმულას” უთხრა, რომ მისი წინამორბედი “არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით”.
ლევან ხაბეიშვილის ამ კომენტარის შემდეგ, პარტიის სახელით განცხადებაც გავრცელდა. იგი იმეორებს ხაბეიშვილის სიტყვებს, თუმცა დამატებით აღნიშნულია ისიც, რომ “ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას”.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.