„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ბათუმის საკრებულომ წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უნდა მიიღოს, თუმცა ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი წინადადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ს საკრებულოს ბიუჯეტში მათი ინიციატივის გათვალისწინებით მიმართავს, რომელიც წლის მთავარ დოკუმენტში, მათ შორის სკოლებში პირველკლასელთა კვებას ეხება. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრმა, თეკლა კავაზაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნას საკრებულო არ დაეთანხმება, ენმ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.
“19 დეკემბერს ბათუმის საკრებულომ წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი-ბიუჯეტი უნდა მიიღოს, თუმცა ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი წინადადება, რომელიც მოვამზადეთ და წარვუდგინეთ საკრებულოს და მერიას, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც სკოლებში პირველკლასელთა კვებაა. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაცვის ხანგრძლივი ინსტრუმენტია და მას 85 ქვეყანა იყენებს.
დღეს, ბათუმში პირველკლასელი 3360 მოსწავლეა, იმისთვის, რომ ეს პროგრამა ამოქმედდეს 1 989,900 ლარის გამოყოფაა საჭირო, რაც ბათუმის ბიუჯეტის 0,5%- ია. მივმართავ ჩვენ კოლეგებს, გაიაზრონ ამ პროგრამის დადებითი მხარეები და ის სიკეთე, რასაც სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, დაეთანხმონ ჩვენ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ და ვერ დავუჭერთ მხარს არსებულ ბიუჯეტის პროექტს.” – განაცხადა თეკლა კავაზაშვილმა, რომლის კომენტარს “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ