ამ ქვეყანაში 9-ჯერ, 29-ჯერ და 229-ჯერ გადაბირებულ-გადმობირებულები მაინც ნუ დამძრახავენ იმისთვის, რომ მე რუსული რეჟიმის ტყვის, ჩვენი ლიდერის და მეგობრის მოწოდებით ვიხელმძღვანელე, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში.
წამალაშვილის თქმით, მისთვის სასაცილოა, რომ ამის ახსნა უწევს.
„ენმ-ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – „გადაბირება“, ან „გადაბირების მცდელობა.” ვკითხავდი ასეთი აზრის მქონეებს: მიხეილ სააკაშვილმა გადამიბირა? და საიდან გადამიბირა? წასული ვიყავი სადმე? – კარგით. მაგან იცით რიდის „გადამიბირა“? შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტში კორუმპირებული მინისტრები რომ ათრია. აი, ვინც მაშინ ვერ „გადაიბირა“, იმან მერე ცხოვრებაში ბევრ რამე ვერ გაიგო და დარჩა გაუგებარი, ვერც ახლა გაიგებს.
აქვე დავამატებ, რომ არც მაშინ მქონდა რამე გადასაბირებელი. შევარდნაძე და ასლანი მე არასდროს ამირჩევია. ამ ქვეყანაში 9-ჯერ, 29-ჯერ და 229-ჯერ გადაბირებულ-გადმობირებულები მაინც ნუ დამძრახავენ იმისთვის, რომ მე რუსული რეჟიმის ტყვის, ჩვენი ლიდერის და მეგობრის მოწოდებით ვიხელმძღვანელე. სასაცილოა, რომ ამის ახსნა მიწევს“, – წერს ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.