ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი წულაია დააკავეს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი წულაია დააკავეს. ინფორმაციას პარტიის წევრი, იგორ ნარმანია ავრცელებს.
ნარმანიას ცნობით, წულაია გზის გადაკეტვის მოტივით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ დაკავებულებზე ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.