„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ თავს დაესხნენ – ჩიქოვანი ნაცემია

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი ამბობს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ის ნაცემია და სახეზე აღენიშნება დაზიანებები.
„ეს არის რეჟიმის დასასრული. ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ… „ქართული ოცნება“ დასრულდება – რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს“, – თქვა ჩიქოვანმა „TV პირველის“ ეთერში საუბრის დროს.
დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი .
„აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი