„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას განცხადებით, მას დაკავების შემდეგ, სუს-ში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუკი ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას განცხადებით, მას დაკავების შემდეგ, სუს-ში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუკი, მის თანაგუნდელს, ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა.
აღნიშნულის შესახებ ცანავამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“გასაგებია, რატომაც დამაკავეს. “მოდულის” შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა. შემომთავაზეს თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის – ს ყველა ნაბიჯის ჩაწერა, სად მიდის, ვის ელაპარაკებაო. მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ. მათი[სუს-ის] სულ უფროსი, ლევანის ბევრჯერ უხსენებია, ოხანაშვილზეა საუბარი, ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა, მესმინა, მეთანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი”,- განაცხადა ცანავამ.
ცნობისთვის, ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექსვიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.