„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსს მართავენ – მათ ადგილზე სათამაშო ზებრა და ზვიგენი მიიტანეს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ადგილზე სიმბოლურად სათამაშო ზებრა და ზვიგენი მიიტანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ივანიშვილის მმართველობის დღეები დათვლილია. 4 ოქტომბერს შეუძლია ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა“, – აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დენდროლოგიურ პარკში დაანონსებული აქციისთვის ხალხს მოსაწვევს ურიგებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)