„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლაშა კომახიძე, სოფელ მუხაესტატში ადგილობრივებს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლაშა კომახიძე, სოფელ მუხაესტატში ადგილობრივებს შეხვდა და გაზიფიცირების პრობლემებზე ისაუბრა.
„რუსული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, გაზიფიცირების საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია 20 მილიონამდე ლარი, მაგრამ დღეს, კალენდარულად 2024 წელს ისევ გვიწევს მოქალაქეებს შეკრება და მოთხოვნა იმისა, რომ ეს ხალხი ამ სიცივეში არ იყვნენ გაზის გარეშე. მუხაესტატის გარდა, არ მინდა გამომრჩეს სოფელი ალამბარი, აჭყვისთავი ზეითი, წყავროკა, ლეღვა, ეს ყველა ამ სოფლის პრობლემაა გარდა იმ 15-მდე სოფლისა, გვაქვს მხოლოდ ერთი შეკითხვა- სად წავიდა 20 მილიონი ლარი, რომელიც ამ ხალხის ჯიბეებიდან დაიხარჯა?” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

ლევან სუთიძე: მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად