“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის 30 აპრილის სხდომა “ფოტოგრაფების საქმეს“ დაეთმობა

30 აპრილს, “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა “ფოტოგრაფების საქმეს“ დაეთმობა.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, ხვალინდელ სხდომაზე ნათია გედენიძეს, ირაკლი გედენიძეს და გიორგი აბდალაძეს მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენენ.
2011 წლის ივნისში ოთხი ფოტოგრაფი – გია აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და ნათია გედენიძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ საქმეს გრიფი “საიდუმლო“ ედო. ფოტოგრაფები რამდენიმეკვირიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, მათ სასამართლომ პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოუხსნა.
2018 წელს სასამართლომ “ფოტოგრაფების საქმეზე“ გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 30 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს