„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ლიზ ტრასს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია რესპუბლიკურ ეროვნულ ყრილობაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს – რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც 14-18 ივლისს მილუოკიში, ვისკონსინის შტატში იმართება, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი წარმოადგენენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას ესწრება საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის, კონსერვატიული პარტიების გლობალური ალიანსის საერთაშორისო დამკვირვებელთა დელეგაციის შემადგენლობაში.
„ვიზიტის ფარგლებში, პარტიის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრებიან;
ირაკლი ქავთარაძემ ლიზ ტრასს გააცნო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ გზაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ბრიტანული გრანტების უკანონოდ გამოყენებაზე მათი „სტრატკომის“ დეპარტამენტების მეშვეობით ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების მიზნით.
მხარეებმა ფართოდ განიხილეს კონსერვატიული მოძრაობების მომავალი მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში. „ნაციონალური მოძრაობა“ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ოფიციალური გლობალური პარტნიორია”, – ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება