„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით, ის ცდილობს გაექცეს 4 ოქტომბერს

ქართველ ხალხთან პირველად, 13 წლის განმავლობაში, ივანიშვილმა მარცხი აღიარა ს დაკავებით. ივანიშვილი ცდილობს, გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარჯვების დღე, ამიტომ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ რუსთაველზე და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომელმაც შეკვეთილში, ს სახლთან, ბრიფინგი გამართა.
თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, ივანიშვილი გაიქცა ბრძოლის ველიდან და ცდილობს, რომ გაექცეს 4 ოქტომბერს.
„აქედან, სულ რამდენიმე მეტრში, თავის სასახლეში გამოკეტილია შეშინებულ რუსი ოლიგარქი, რომელიც შეაშინა ქართველი ხალხის ერთიანობამ.ქართველ ხალხთან პირველად, 13 წლის განმავლობაში, ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით. ფაქტობრივად ივანიშვილი გაიქცა ბრძოლის ველიდან და ცდილობს, რომ გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარჯვების დღე. ახლა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი გავიდეთ რუსთაველზე და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…