„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, პოლიტსაბჭოს ჩატარება რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ აუცილებელი და მნიშვნელოვანია პარტიული ცხოვრებისთვის.
„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, რომ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. იმედი გვაქვს, რომ მას ექნება შესაბამისი მხარდაჭერა პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან. ამას გარდა, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით, რა ფორმატით უნდა იქნას ყრილობა მოწვეული, რამდენი დელეგატი იყოს და ა.შ.
სხვა საორგანიზაციო საკითხებიც იქნება. პოლიტსაბჭოს ჩატარება რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ აუცილებელი და მნიშვნელოვანია პარტიული ცხოვრებისთვის, ამ შემთხვევაშიც გვინდა არა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების გავლა, იგივე ყრილობასთან და თავმჯდომარის დამტკიცებასთან დაკავშირებით, არამედ კონსულტაციის გავლა ჩვენს წევრებთან. პოლიტსაბჭო ერთგვარი სათათბირო ინსტიტუციაა, ის ორგანოა ვისი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ის ხალხია, ვინც ველზე მუშაობს, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს ამომრჩეველთან, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გვქონდეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას