„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს
„საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო, მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი შესრულებული იქნება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ.
მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აუცილებლად პოზიტიური იქნება.
დეპუტატმა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაყოფით მმართველ გუნდს ზიანი არ მიადგება, თუმცა დაზარალდება მათი ამომრჩეველი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს. რაც უფრო მეტად დაიყოფიან, მით უფრო მეტად დაყოფენ საკუთარ ამომრჩეველს.
„ხალხის ძალამ“ მმართველი გუნდიდან გამოყოფის მიზეზი თავის დროზე განმარტა. ვფიქრობდით, რომ სიმართლე, მიმდინარე მოვლენებზე უფრო ღიად იყო სათქმელი. ჩვენი გუნდი უმრავლესობიდან არ გასულა, არც ღირებულებითი აცდენა გვქონია და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებშიც ერთად მივიღებთ მონაწილეობას. ბოლოდროინდელმა გარემოებებმა, სიმართლის თქმის ტონალობაშიც სხვაობა გააქარწყლა და მმართველი გუნდი, ახლა უკვე „ხალხის ძალასთან“ ერთად პირდაპირ ამბობს, იმ სათქმელს, რაც აუცილებელია ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის. ამ ურთულესი ვითარებიდან საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი სიმართლის თქმა და საზოგადოების ერთობაა.
ოპოზიციას არაფერი ღირებულებითი არ გააჩნია. შეგახსენებთ, როგორ ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს. მოიხსენიებდნენ კლოუნად, ოლიგარქად, რუსეთთან დაახლოებულ პირად. დღეს კი შეცვალეს ტონალობა. ისინიც ხვდებიან, რომ ტრამპი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. უკვე ჩადიან ამერიკაში და რესპუბლიკელების ღონისძიებას ესწრებიან ესწრებიან.
ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ში ომის დასრულებაზე. მიმაჩნია, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა პოზიტიურ რელსებზე გადაეწყობა. აუცილებლად დალაგდება ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ომის პარტია თავის მიზანს ვერ მიაღწევს.
ჩვენი პოლიტიკური ხვალინდელი დღე დასავლეთთან მიმართებაში პოზიტიური იქნება და საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი, შესრულებული იქნება, “ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous: მე და რამდენიმე მესაკუთრემ მცხეთაში, ცენტრში მდებარე ძვირადღირებული ქონება უფასოდ ჩავაბარეთ სახელმწიფოს და ალტერნატივად ნაკლებად ღირებული ქონება მივიღეთ გარეუბანში, რადგან ქალაქის ინტერესები პირადზე უპირატესია

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი