ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა არის სხვადასხვა საგარეო აქტორები და მთავარი სამიზნეა ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ მათი მმართველობა. უნდა გავაღრმაოთ საუბარი ახალგაზრდებთან და ამას სისტემატური ხასიათი მივცეთ

ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა არის სხვადასხვა საგარეო აქტორები და მთავარი სამიზნეა ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ მათი მმართველობა. უნდა გავაღრმაოთ საუბარი ახალგაზრდებთან და ამას სისტემატური ხასიათი მივცეთ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ნაციონალური მოძრაობის მმართველობას და მათ სამომავლო გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ნაცმოძრაობის რეჟიმის პოლიტიკური მოღვაწეობა აღვირახსნილობის ლეგალიზაცია იყო.
„ამ ძალამ გაანადგურა ყველა ეთიკური პრინციპი და სტანდარტი, რომელიც ჯანსაღ საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს“- წერს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ ნაცმოძრაობის მთავარი იარაღი უცხოელი ლობისტები და ის ახალგაზრდები არიან, ვისაც მათი რეჟიმის დანაშაულები არ ახსოვს. თამთა მეგრელიშვილის თქმით, აუცილებელია ახალგაზრდებთან საუბარს სისტემური ხასიათი ჰქონდეს.
„მიხეილ სააკაშვილმა ვერტიკალის პრინციპზე აგებული მმართველობის ელიტა შექმნა, ერთ კაცზე სწორების მოდელით.
მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა საზოგადოების გათიშულობა და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის მარადიულობის მითი.
მან და მისმა გუნდმა ჩარეცხილების სტატუსი მიანიჭა მათთვის არასასურველ ადამიანებს და ამგვარი აგდებული დამოკიდებულებით მოახდინა მოსახლეობის მასობრივი დაბეჩავება.
მისი პოლიტიკა იკვებებოდა სხვადასხვა ტექნოლოგიებით – დაწყებული ჯიბეში ნარკოტიკის ჩადებით, ქონების ჩამორთმევით, გამოტეხის განსაკუთრებული მეთოდებით (წამება, გაუპატიურება).
ს პოლიტიკური მოღვაწეობა იყო მორალური აღვირახსნილობის ლეგალიზაციის ხანა, რაც პირადად სააკაშვილს ახასიათებდა და ამაში მას მისი გუნდის წევრებიც არ ჩამორჩებოდნენ.
დიახ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სისტემა ხასიათდებოდა მორალური გახრწნილების ლეგალიზებით.
ამ ძალამ გაანადგურა ყველა ეთიკური პრინციპი და სტანდარტი, რომელიც ჯანსაღ საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს.
მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ელიტარული კორუფცია და მან საზოგადოების “დაჩმორება” არა მხოლოდ სისტემის შიშით, არამედ ადამიანებზე კომპრომატებით დამორჩილებით შეძლეს.
მათ ადამიანებს აზროვნების სტილი შეუცვალეს და საკუთარ მომხრეებად აქციეს.
დღეს ეს ძალა ოპოზიციაშია, მაგრამ ისინი ახდენენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საზოგადოების უმრავლესობაზე შეტევას.
მათი მთავარი ძალა არის ლობიზმით ნაყიდი სხვადასხვა საგარეო აქტორები და მთავარი სამიზნეა ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ მათი მმართველობა.
სწორედ ამ ახალგაზრდების მასობრივი პოლიტიკური “გამოტვინებით” მზადდება იარაღი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ვფიქრობ, უნდა გავაღრმაოთ საუბარი ახალგაზრდებთან, ამას სისტემატური ხასიათი მივცეთ, გახსნილად უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზე და მათ სწორი ანალიზის გაკეთების კონტურები შევთავაზოთ.
“ხალხის ძალამ” ეს აუცილებლობა გაიაზრა, ეს პროცესი უკვე დაიწყო და ახალგაზრდებთან ერთად პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა ხელშესახებ შედეგებს დავდებთ“- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება ჩვენი გაცხადებული მიზანია, არჩევნების შემდეგ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან