ნაციონალური მოძრაობის მართული არასამთავრობოები საინფორმაციო პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ+ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს

ნაციონალური მოძრაობის მართული არასამთავრობოები საინფორმაციო პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ+ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ვაჟა კოკაია, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულმა არასამთავრობოებმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საინფორმაციო პოსტერებს, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი პოსტერები გადააკრეს.
კოკაია აღნიშნულის საილუსტრაციოდ აღნიშნული პოსტერების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მტრები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ევროპა არის ლგბტ+ საზოგადოება, რითაც კიდევ უფრო აზიზღებენ ქართულ საზოგადოებას ევროპას და რეალურ ევროპულ ღირებულებებს.
“რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის?! ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალი კანონპროექტის შესახებ, ქვეყანას ვაახლოებთ ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მართული არასამთავრობოები საინფორმაციო პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ+ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს, ეს მართლა ქვეყნის მტრები ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან რომ ევროპა არის ლგბტ+ საზოგადოება რითაც კიდევ უფრო აზიზღებენ ქართულ საზოგადოებას ევროპას და რეალურ ევროპულ ღირებულებებს!
ევროპული ღირებულება არის გამჭვირვალობა და არა ლგბტ+ პროპაგანდა!” – წერს ვაჟა კოკაია.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად