„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო და პირველი შეხვედრა სამგორის რაიონში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე, ემიგრაციაზე, არჩევნებში ემიგრანტებისა და ზოგადად მოქალაქეების ჩართულობაზე, საპენსიო სესხებზე, 2024 წლის არჩევნებში საყოველთაო განწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„დავიწყეთ მთელი თბილისის მასშტაბით ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრები, შევხვდებით ყველას, მივალთ ყველგან. წარმოუდგენელია ის პრობლემები, რასაც ამ ადამიანებისგან ვისმენთ, მაგრამ ასევე წარმოუდგენელია ის მუხტი, რაც მათგან მოდის. აუცილებლად, სწორედ ამ ერთიანობით, ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და დასრულდება ამ ადამიანების ეს წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც, „ქართულმა ოცნებამ“ ისინი დააყენა.
ახლა ვიმყოფებით „მოსკოვის გამზირზე“ და შევხვდით უამრავ ჩვენს მოქალაქეს. ,,კარდაკარი“ გაგრძელდება, გაგრძელდება ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრა, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ჩვენ ყველა ერთად დავასრულებთ ამ პრობლემებს და ერთად გავიმარჯვებთ, ერთად ვიზეიმებთ 27 ოქტომბერს გამარჯვებას და ერთად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ევროპულ გზაზე“- განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ