“ნაციონალური მოძრაობის” გუნდი არ არსებობს, დაშლილია, ყველაფერი ცხადი და ნათელია –

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნის შესახებ, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი, გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ჩამოშლილია.
“ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები, ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება.
გამიჭირდება შეფასებები გავაკეთო და გავარჩიო “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენები. ერთი რამ ცხადია, რომ გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილია, დაშლილია. ახლა ცხადია, ხაბეიშვილი რომ გეყოლება პარტიის თავმჯდომარედ, ლიდერად, ყველაფერი ნათელია,” – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციების ნაწილი იყო და მას ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონია.
“ალბათ შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, მას არასდროს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. უბრალოდ კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ამ ადამიანს თითქოს ყველა დაავადება ჰქონდა, ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები,” – ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. “ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი,” – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, 20-25-კაციანი კომიტეტის ბირთვი, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა