„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ბათუმის ცენტრალურ პარკთან 40-50-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ ს შემდეგ ბათუმში, ცენტრალურ პარკთან 40-50-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. მისი ინფორმაციით, „პარკი ს ხელისუფლების სამიზნე გახდა“.
„ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ულამაზესი, 6 მაისის პარკი, სამწუხაროდ გახდა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე. ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა ზოოპარკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის უკანაც დგას კორუფციული ინტერესები.
ჩვენი ინფორმაციით, შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა პარკის ტერიტორიაზე, რაც იქნება კიდევ ერთი ბეტონის ფარდა.
ჩვენ ღიად ვაცხადებთ და გარანტიას ვაძლევთ ბათუმელებს, რომ ამ მზაკვრული მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ.
ჩვენ მოსახლეობასთან და საკრებულოსთან ერთად შევძლებთ:
ზოოპარკი გადავიტანოთ ქალაქგარეთ;
პარკში, ზოოპარკის ტერიტორია იქნება მხოლოდ მწვანე, სარეკრეაციო ზონა და მკაცრად განისაზღვრება მისი სტატუსი;
აღდგება ამ პარკის ტრადიცია და სანიჩბოსნო სპორტი გახდება ამ პარკის კულტურის ნაწილი”,- აღნიშნა ლევან ანთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის