ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ – ნინო წილოსანი

ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ – ნინო წილოსანი
ყურადღება მინდა გავამახვილო, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი პარტიიდან ორის მხრიდან მანდატების დათმობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განაცხადზე, ხოლო „ლელოს“ და „გახარიას“ ამასთან დაკავშირებით დუმილზე – აქაც კონკრეტული მიზნობრიობაა ჩადებული, ეს არის გარე პატრონების დაკვეთა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული რებრენდინგი, რომლითაც მათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ თავად შიგნიდან დაყვეს ვითომ ძველ და ახალ „ნაცებად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადანაწილდა როგორც პარტია „ახალზე“, ისე „გახარიასა“ და „ლელოზე“, გარე პატრონები კი, განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ ამ ორ პარტიაზე აკეთებენ, რომლებსაც, დიდი ალბათობით, პარლამენტში შესვლასაც დაუკვეთენ.
„იმედია არავის ეპარება ეჭვი, რომ ერთი სისტემის ნაწილი არიან, ფორმალურადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ „ახლების“ შემთხვევაში, მთელი მათი საარჩევნო, ფინანსური, ყველანაირი რესურსი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაიტანეს „ახლებზე“ – ახალ „ნაცებზე“ და დავინახეთ კიდეც, როგორ გაიყო ხმები. მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები ასევე გადაიტანეს „გახარიას“ და „ლელოს“ კალათაში, იმიტომ, რომ ეს პარტიები რომლებიც ყველანაირი კვლევით, მათ შორის, ს დღის მონაცემებითაც, ვერ ლახავდნენ ბარიერს, უკვე ბარიერგადალახულები აღმოჩნდნენ. უკვე ეს ორი პარტიაა, რომლებზეც გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ და დიდი ალბათობით, მათ დაუკვეთავენ პარლამენტში შემოსვლას და უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ კონფიგურაციას გადადებენ გვერდით.“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისივე განცხადებით, გარედან მიღებული დირექტივის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, თუმცა, „გახარიას“ და „ლელოს“ სახით ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ იდენტური პოლიტიკური პარტიებით ჩანაცვლდება.
„როგორც გარედან მიღებული დირექტივა არის, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად, სრულად უნდა აღიგავოს ამ ველიდან, იმიტომ, რომ ძალიან წამგებიანი ბრენდინგია „ნაციონალური მოძრაობა“ და 5-იანი, რომელსაც თავად, ძალიან ხშირად შეეცადნენ ამ სიმბოლოებისთვის აერიდებინათ თავი, რაც წარმოუდგენელი გახდა, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ ამ პარტიებში, ამიტომ, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება „გახარიასა“ და „ლელოზე“. შესაძლოა, მასა პირდაპირ დავალებად ამ ყველაფერს არ იღებს და ისინი უბრალოდ მიუყვებიან ერთი-ორი ლიდერი ადამიანის მოწოდებას და ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციისკენ მიდიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იღებენ დავალებებს და თავიანთი ხელით მიჰყავთ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითლიკვიდაციისკენ და თავადვე ჩამოშორდებიან ამ პროცესით პოლიტიკურ ველს, თუმცა, ამ პოლიტიკურ ველს უთმობენ შინაარსით იგივე, იდენტურ „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთგვარად უნდა შევაქოთ მათი პატრონები – 2028 წლისთვის გარკვეულწილად მიზანს მიაღწიეს.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია