“ნაციონალური მოძრაობისთვის” პოლიტიკური აღსასრული დადგა – მიხეილ სარჯველაძე

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ფორუმს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. დეპუტატები “ქართული ოცნებიდან” ამბობენ, რომ ფარისევლურია “ნაცმოძრაობის” მცდელობები, წარმოაჩინონ, თითქოს სოლიდურ ძალას წარმოადგენენ.
უმრავლესობის წევრების თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ისტორია დასასრულს უახლოვდება, რაც კარგია ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი პარლამენტში ნამდვილ ოპოზიციას წარმოადგენდნენ.
“აბსოლუტურად ფარისევლურია მცდელობები, წარმოაჩინონ, თითქოს, რაღაც სოლიდურ პარტიად გამოიყურებიან. სინამდვილეში, ყველა კარგად ხვდება, რომ ამ პარტიისთვის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვიცნობთ, პოლიტიკური აღსასრული დადგა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს