ჭიათურის საკრებულოს 5-მა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ ჭიათურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიგი ჩიკვილაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვერ მოხერხდა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო, ეს ვერ მოახერხა ახალმა მენეჯერმა, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ იდეას, რომელსაც ვემსახურებოდით, ეს იდეა არის დაცლილი და ამიტომ, სჯობს ამ დროს, თუ სხვა გზა აღარ რჩება, გაეცალო ამ ვითარებას და იბრძოლო არსებული რეჟიმისთვის სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიგი ჩიკვილაძემ.
ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა დატოვა – მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი.
გუშინ ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.