„ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს

ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთივე წევრმა დატოვა. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები და ახალი მენეჯმენტია.
მათივე განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან 10 თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.
საკრებულოს დეპუტატები მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა ახალი პლატფორმიდან გაგრძელდება.
ცნობისთვის, დღეს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 წევრიდან 14-მა დატოვა.
როგორც საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე, მაია კალანდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი პარტიის თავმჯდომარის, ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მის მიერ გაჟღერებული განცხადებებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, გადაღების საშუალება არ ჰქონდა – ახლა უფრო რთულად, მაგრამ მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

გია ვოლსკი – როცა კამერას ხედავენ, სასამართლო ბრძოლის ველად არის გადაქცეული – მედიის პროცესზე ყოფნა და ფოტო-ვიდეო გადაღება ემსახურება ერთ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პროცესი პერფორმანსით გადაფარონ