ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დატოვა

ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7-მა დატოვა – ამის შესახებ პარტიის წევრებმა ბრიფინგზე ისაუბრეს. ამასთან, ენმ-ის ყოფილი წევრის, გიორგი კილაძის თქმით, ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7 თითქმის სრული შემადგენლობით ტოვებს პარტიას.
“ეს გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისში საკრებულოს წევრების უმრავლესობამ, საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7 ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას. ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7 შტაბი თითქმის სრული შემადგენლობით ტოვებს პარტიას” – თქვა გიორგი კილაძემ.
ენმ-ის წევრებმა პოლიტიკური ბრძოლა ახალი პლატფორმიდან დაანონსეს. პარტიის ყოფილი წევრის, თედო მესხის თქმით, პლატფორმა, სადაც წავლენ “ასჯერ მეტს გააკეთებს ს თავისუფლებისთვის, ვიდრე, სამწუხაროდ, დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა”.
“მიხეილ სააკაშვილის ერთგული ადამიანები ვართ, მწამს და მჯერა, რომ ის პლატფორმა და ის პარტია ასჯერ მეტს გააკეთებს ს თავისუფლებისთვის, ვიდრე, სამწუხაროდ, დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გატენეს ისეთი ადამიანებით, ვინც ჯერ დატოვეს ნაციონალური მოძრაობა, ლანძღეს პარტია, ლანძღეს მიხეილ სააკაშვილი და დღეს იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი პარლამენტში მოხვდეს, დაიწყებს ქება” – თქვა თედო მესხმა.
10 დეკემბერს ნაციონალურ მოძრაობას თბილისის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ენმ-ის ყოფილი წევრის, დავით ლაგვილავას თქმით, ისინი უერთდებიან ახალ პარტიას, რომელიც შეიქმნება ს ხელმძღვანელობით.
7 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მელიამ “საბოლოო გადაწყვეტილება” გამოაცხადა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მისი თქმით, ენმ-მ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა.
იმავე დღეს მელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალი პარტიის დაფუძნებას აპირებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ენმ-ის წევრები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.
7 დეკემბერს კასპის საკრებულოში ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. ამ დროისთვის ენმ-ს საკრებულოში 2 მანდატი რჩება. გავრცელდა ინფორმაცია კახეთის საკრებულოს წევრების მიერ ენმ-ს დატოვების შესახებაც.
6 დეკემბერს ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია 10-მა დატოვა.
5 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებაში აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ენმ-ს საკრებულოში სულ 22 წევრი ჰყავდა.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.
4 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობა ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, მ და მირდატ ქამადაძემ.
2 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ს გადადგომა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებმაც მოითხოვეს.
1 დეკემბერს კი თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.
ს გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ს, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.