“ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს დღეს მიმართავს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ს დღეს მიმართავენ.
“ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემ მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ს შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას”, – ამბობს ბოკუჩავა.
მისივე თქმით, სიების ჩახსნას იმიტომ ითხოვენ, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებს:
“მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი, პროფესიონალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამით დავიბრუნებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.”
სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს დღეს ასევე მიმართავს კოალიცია “ძლიერი საქართველო“. ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს გუშინ მიმართა “კოალიციამ ცვლილებებისთვის. როგორც მან განაცხადა, ცესკოს პასუხის შემდეგ კოალიციის ის წევრები, რომლებიც გამსვლელ სიაში არიან, პარლამენტს ინდივიდუალურადაც მიმართავენ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით.