„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, პრეზიდენტის ინიციატივას შეუერთდეს და შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, შეუერთდეს პრეზიდენტ ს ინიციატივას, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნოდ ერთიანობა მნიშვნელოვანია.
„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ს წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული გზავნილები მნიშვნელოვანია.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა ცვლილების აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება არა ერთპიროვნული მმართველი, არამედ კოალიციური, ევროპული ტიპის მმართველობა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია წინასაარჩევნოდ. ასევე ვისურვებდი, მისგან მოგვესმინა გზავნილი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაზე ფუნდამენტური საკითხია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რადგან მას აქვს შესაძლებლობა, დისკრეციული, კონსტიტუციური უფლების გამოყენებით დაასრულოს ეს ისტორიული უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გათავისუფლდეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.