„ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის წევრებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. მათი თქმით, საგამოძიებო უწყებას, აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისი მტკიცებულებებიც წარუდგინეს. ადვოკატი გამოძიების დაწყებას წამების მუხლით მოითხოვს.
“მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა. როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ეპიზოდზე და ყველა ახალგაზრდის ცემაზე. ჩვენ ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება ყველა ამ ძალადობაზე, ვინაიდან, ეს არის პროკურატურის პირდაპირი ვალდებულება,” – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია