„ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკოს სიების გასაუქმებლად მიმართავენ

ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ხვდება, საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ისაუბრეს.
თუ წინასწარი შედეგები არ შეიცვლება, მომავალ პარლამენტში „კოალიციას ცვლილევისთვი“ 19 მანდატი ეკუთვნის, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ კი 16.
სიები ორივე პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო სთვის წარადგინეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქმედი დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მისი ადგილმონაცვლე შეირჩევა სიის ე.წ. სათადარიგო ნაწილიდან, რომლის გაუქმებასაც ასევე მოითხოვენ პარტიები.
„ყველა, ვინც ამ სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს ს ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, – თქვა მ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ.
„ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგაზე, რომელიც ფიგურირებდა ჩვენს სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა და არ გადაეგზავნოთ ჩვენი სახელები და გვარები უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას“, – თქვა თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
თუ ცესკო პარლამენტში გადააგზავნის ამ პარტიების სიის წევრებისთვის მანდატების გაცემის შესახებ მოთხოვნას, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად საჭირო გახდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თანხმობაც.
ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც ამ გზით გამოუცხადა ბოიკოტი. ცესკომ ე.წ. სათადარიგო სიები გააუქმა, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კი ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას უარი უთხრა მანდატის გაუქმებაზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს: „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
მასალა განახლდება