„ნაციონალების“ დროში თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ქუჩაში ადამიანებს – მიხეილ ართმელაძე

„ნაციონალების“ დროში თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ქუჩაში ადამიანებს – მიხეილ ართმელაძე
„მე თანამდებობის პირებმა მომიკლეს [შვილი], იგივე ჯალათებმა. „ნაციონალების“ დროში თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ქუჩაში ადამიანებს“- განაცხადა “ნავთლუღის სპეცოპერაციისას” “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ერთ-ერთი მოკლული ახალგაზრდის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე“ განიხილება. „2012 წლიდან დღემდე, რაც ჩატარებულა, არჩევნებში ვმონაწილეობ, რა თქმა უნდა, მთავრობის სასარგებლოდ. ყოველ არჩევნებზე ზოგჯერ ხელჩართული კამათიც მქონია მეხუთე ნომრების [„ნაციონალური მოძრაობა“] მხრიდან და რის გამო მინდა ავხსნა.
მეუბნებიან, „ნუთუ ამ ხელისუფლების პერიოდში მკვლელობები არ არის?“ ამაზე მე პასუხს ვცემ, დამიმტკიცეთ, მთავრობის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც აიღებს ავტომატს და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ინადირებს, დახოცავს საკუთარ მოქალაქეებს, მთავრობის წარმომადგენელზეა საუბარი. მთელ ხელისუფლებას [„ნაციონალური მოძრაობა“] ავტომატი ჰქონდა დაკავებული და მოქალაქეების მისამართით ატრიალებდა. მე თანამდებობის პირებმა მომიკლეს [შვილი], იგივე ჯალათებმა. „ნაციონალების“ დროში თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ქუჩაში ადამიანებს მეთქი და ამაზე პასუხი არ ჰქონდათ. მინდა საზოგადოებამ სწორად გაიგოს, ეს მეხუთე ნომრები რამდენად მავნებლები არიან“-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
Previous: ნინო წილოსანი პარიზში აქციის დარბევაზე- მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი – რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც, თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია