ნაცვლიშვილი: ოცნება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან – ლელო აცხადებს საპარლამენტო ბოიკოტს

პარტია ლელო საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს, მაშინ, როდესაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა კონსტიტუცია, ლელომ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში. ქართული ოცნება პარლამენტში დამარცხებულია, ის გასულია პოლიტიკური პროცესიდან, გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და წარმოადგენს უზურპატორი ივანიშვილის და პუტინის ძალადობის ინსტრუმენტს საქართველოში” – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება. ახლა პარლამენტი კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად. როგორც ცნობილია, ვეტოს გამოყენებას აპირებს.
ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის მარტში მოქალაქეების პროტესტის შედეგად გაწვეული რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. რეჟიმმა არ გაითვალისწინა არც ათი ათასობით მოქალაქის პროტესტი, არც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები და არც უცხოელი პარტნიორების მოწოდებები, არ მიეღო რუსული კანონი და არ დაეყენებინა საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპული მომავალი.
თუმცა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “კანონის გასაპატიოსნებლად” თამი შესვლას არ აპირებს.