ნაცვლიშვილი: ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს “ოცნების” შექმნილ უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი.
ს აზრით, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან:
” ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი: ეს არის სწორედ მიტაცებული სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკომპლექტებულია იმ ნიშნით, სახელისუფლებო პარტია ვის ენდობა და არა იმის მიხედვით – ვის ენდობა ხალხი; ეს სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენება მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტი პარტიების რეპრესიისთვის და ხელის შეშლისთვის. ასევე, მედიაგარემო არ არის თავისუფალი და თანასწორი. ”
მისივე თქმით, ანგარიშში აღწერილი რეალობა კიდევ ერთი მაჩვენებელია და დასტურია იმისა თუ რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი:
“იმიტომ რომ, სწორედ, მოქალაქეების დიდ აქტიურობას, მობილიზებას და პრინციპულობას შეუძლია წინ აღუდგეს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ჩარევის, მანიპულაციის და ს მიტაცების მცდელობას. არ არსებობს უფრო საიმედო გარანტი ს დაცვის, ვიდრე ის, რომ ყველა მოქალაქემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში. მოქალაქეების დიდ აქტიურობას და სიმტკიცეს, არჩევნების მიტაცების ვერანაირი მცდელობა ვერ მოერევა,” – აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე შუალედურ ანგარიში 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა.