ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი

ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი
სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ლატარიას თქმით, ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი, რომლებიც აქედან გაქცეულებს ში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები და ა.შ. „სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს. ნაცები ხომ არიან და არიან ჩემი ქვეყნის მტრები და ქართველთმოძულენი? და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი… წარმოგიდგენიათ რა ხდება? აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები… ყველა მათგანი ცალ ცალკე უნდა ჩამოათრიონ აქეთ და სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს ქართულმა სასამართლომ… ეს მანიაკები ესენი.. სამშობლოს მტრები და ქვეყნის მოღალატეები“, – წერს ირაკლი ლატარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა