ნაცების გუნდის ახალი წევრებიო? ამაზე მეტი ანეკდოტი რა გინდათ?- ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში ახალი სახეების გამოჩენას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ანეკდოტია ლაშა ბაქრაძის, გია ჯაფარიძის, ს, არმაზ ახვლედიანის და თამარ კორძაიას ახალ სახეებად წარმოჩენა. მისი თქმით, ქვეყანას ნორმალური ოპოზიცია არ ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას” კი ამ შემადგენლობით 1 პროცენტი “განაღდებული” აქვს.
“ნაცების გუნდის ახალი წევრებიო? ამაზე მეტი ანეკდოტი რა გინდათ? ამათ ჩვენ ეტყობა თავისი დაზომბებული ამომრჩეველი ვგონივართ. ღმერთო ჩემო რა ბედი გვაქვს, ნორმალური ოპოზიცია რომ არ ეყოლება ქვეყანას. კარგია, კარგი მთვრალი პრეზიდენტი დაიყენეთ სათავეში, თინა ბოკუჩავასთან ხელჩაკიდებული და ეგაა…. 1% განაღდებული გაქვთ.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს