ნაჩო სანჩეს ამორი – სანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით: როგორ შეუძლიათ ამ სიიდან გასვლა – „რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?“

დასანქცირებული ურეკავენ ევროკავშირს კითხვებით: “რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?”. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, ბერკეტი არის პერსონალური სანქციები,
“ქართული ოცნება დეტალურად მიყვება ავტორიტარული მმართველების სახელმძღვანელოს, შეიძლება რაიმე ინოვაციებით, მაგრამ სიგიჟეა იმის დანახვა, როგორ შეიძლება, რამდენიმე თვეში ქვეყანა ასეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, როდესაც ჰორიზონტი [საარჩევნო] კამპანიის დროს დაისახა.
“ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ისინი ოპოზიციას აუქმებენ. ისინი არ ამბობენ, რომ ერთპარტიული მმართველობა აქვთ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სწორედ ამას აკეთებენ – კანონების, პრაქტიკისა და ნარატივების მხრივ…
ისინი იზოლირებულები არიან და დარწმუნებულები იყავით, რომ ერთნაირი მესიჯი მოგვდის, საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის კოლეგებისგან, ერთნაირი მესიჯი მოგვდის – ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია, პერსონალური სანქციებია.
ერთადერთი, რაზეც რეაგირება მოახდინეს, ხალხს ურეკავენ: “რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?”…
და ეს [დასანქცირებული] ხალხი ურეკავს ევროკავშირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით, თუ როგორ შეუძლიათ ამ [დასანქცირებულთა] სიიდან გასვლა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.