ნაჩო სანჩეს ამორი – ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია

ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ყველა შეხვედრაზე უნივერსალური გაცხადება იყო, რომ ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია. მათ მხოლოდ თავიანთი ბიზნესი და ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიული ცხოვრებით ტკბობა აინტერესებთ. მათ ჩვენი ქვეყნების უნივერსიტეტებში შვილები ჰყავთ. უნდა დავფიქრდეთ, იმის შესახებ, თუ რატომ ვიკავებთ თავს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისგან. ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები გამოვიყენოთ, რომელიც სამართლებრივი ინსტრუმენტების ჩარჩოს ნაწილია, მაგრამ ამას არასდროს ვიყენებთ. პერსონალური სანქციები ერთადერთი ბერკეტია და ვიცით, რომ წარსულში იმ ადამიანების სახელების ხსენებამ, რომელთაც შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ, გარკვეული რეაქცია გამოიწვია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.