ნაჩო სანჩესი: ჩვენ ვსაუბრობთ 1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები

ევროპარლამენტარის, სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრის, ნაჩო სანჩესის განცხადებით, ევროპარლამენტარმა საქართველოში ძალაუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები უნდა დაუწესოს. ამის შესახებ სანჩესმა 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რასაც სხვა ქვეყნებში ათწლეულები დასჭირდა, აქ 2-წელიწადნახევარში მოხდა. ამ ქვეყნის ჩინოვნიკები ელექტორატის მანიპულირების გზით, უხვევს ევროინტეგრაციის გზას…” | ამბობს სანჩესი.
მისივე მოწოდებით, ამ ნაბიჯებზე ევროპარლამენტის პასუხი არ უნდა იყოს სიმბოლური, არამედ მიზანმიმართული სანქცია, რომელიც 1 000-დან 2 000-მდე ინდივიდს შეეხება.
“ჩვენ არ ვსაუბრობთ 100 ადამიანზე. ჩვენ ვსაუბრობთ 1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები” | ამბობს სანჩესი.