ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „X“-ში.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„მადლიერი ვარ ყაზახეთის ინტერესისთვის, რომელიც გამოიხატება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ყველა მიმართულებით, სადაც საერთო ინტერესები გვაერთიანებს.
საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია ჩვენი რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა