ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში

უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს და უზბეკეთის წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
„უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან. გამოვკვეთეთ მთავრობებს შორის კავშირების გაძლიერების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. ჩვენი წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში, რათა უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა