ნაღდ ფულზე მოთხოვნა 206 მლნ ლარით გაიზარდა

ივნისში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 206 მლნ ლარით გაიზარდა, – ინფორმაციას ეროვნული ბანკი თვის მიმოხილვაში აქვეყნებს.
სებ-ის ინფორმაციით, რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 235.0 მლნ ლარით შემცირდა.
„ერთდღიანი სესხის ნაშთი 10.0 მლნ ლარით შემცირდა. ივნისში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერტიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, ივნისში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 245.0 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 3,500.5 მლნ ლარს გაუტოლდა.
ივნისში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1,014.9 მლნ ლარით გაიზარდა, როგორც უცხოური, ასევე ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 610.5 მლნ ლარით გაიზარდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი