„ნაფტოგაზმა“ „გაზპრომს“ საერთაშორისო არბიტრაჟი მოუგო

უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ რუსული „გაზპრომის“ წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სერგეი კორეცკიმ.
შვეიცარიის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა „გაზპრომს“ უკრაინული კომპანიისთვის 1.37 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა ტრანზიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული take or pay პრინციპის დარღვევისთვის.
საქმე ეხება „გაზპრომის“ მიერ რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის საფასურის გადახდის შეწყვეტას 2022 წლის მაისიდან, როდესაც მ უარი თქვა გაზის ტრანსპორტირებაზე ლუგანსკის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით. თუმცა, „ნაფტოგაზმა“ უარი არ თქვა ტრანზიტის მომსახურებაზე, არამედ უბრალოდ შესთავაზა მათი გადატანა სუმის ოლქში, სუჯას პუნქტში.