ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ქალს 20 წელი მ იუსაჯეს

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარს შორის კამათი მოხდა, რის შემდეგაც ქმარი სახლიდან გავიდა. თუმცა, ბრალდებული მას დანით ხელში დაედევნა და სადარბაზოში, დანის გამოყენებით გულის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი